ივერიონი / ოპერაცია მოსკოვში, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

ოპერაცია მოსკოვში, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

   წუხელ მოსკოვში ჩატარდა სატრანსპორტო ოპერაცია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. მოსკოვის ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის გავლით, გორკის ქუჩით "ვედეენხაზე" გადაიტანეს კოსმოსური ხომალდის "ბურანის" სრული მასშტაბის მაკეტი, რომელიც 50 ტონას იწონის.

   "იტარ-ტასის" ცნობით გადამტანის სიცოცხლე 10 მილიონი რუბლით არის დაზღვეული. ხომალდის გადასატანად კი 6 სახის ტექნიკა იყო გამოყენებული.

   "ბურანი" განთავსდება კოსმოსური ხომალდის "ვოსტოკის" გვერდით, შეგახსენებთ რომ ეს ის ხომალდია, რომლითაც იური გაგარინი პირველად გაფრინდა კოსმოსში, თავად "ბურანმა" კი მისი პირველი და ერთადერთი გაფრენა 1988 წლის 15 ნოემბერს განახორციელა. ფრენის ხანგრძლივობა 205 წუთი გრზელდებოდა. 

 

6-07-2014, 11:43
უკან დაბრუნება