ივერიონი / უგულავა "მატროსოვის ცეხეზეა" გადაყვანილი

უგულავა "მატროსოვის ცეხეზეა" გადაყვანილი

    გიგი უგულავას ადვოკატების განცხადებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის თაობაზე  სააპელაციო წესით დღეს გასაჩივრდება.  

   -"დღეს შევიტანთ სააპელაციო სასამართლოში საჩივარს და დაველოდებით უკვე მოვლენების განვითარებას ჩანიშნავს თუ არა სააპელაციო სასამართლო სხდომას. მაღალი მოალოდინები სააპელაციო სასამართლოს მიმართ არ გვაქვს,იქედან გამომდიანრე რომ რა ტენდენციაც მათ დანერგეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ჩვენ ყველა სამართლებრივ გზას მივმართავთ რათა გიგი უგულავას უფლებები იქნას დაცული,"-განაცხადა ბექა ბასიალაიამ.

     თავად უგულავა კი ამ დროისთვის ე.წ. "მატროსოვის ცეხეზეა" გადაყვანილი. 

 

6-07-2014, 12:31
უკან დაბრუნება