ივერიონი / რას ურჩევს "ქართული ოცნების" პრეს-სპიკერი "ტაბულას" რედაქტორს?

რას ურჩევს "ქართული ოცნების" პრეს-სპიკერი "ტაბულას" რედაქტორს?

   "ქართული ოცნების" პრეს-სპიკერი გიორგი გეგეჭკორი "ტაბულას" რედაქტორს, თამარ ჩერგოლეიშვილს სოციალური ქსელით მიმართავს და წერს:

   -"გამომდინარე იქედან რომ აშშ ელჩს საქართველოში პირადად ვიცნობ და ვიცი მისი ღირსების შესახებ, ცხადია რომ იგი არ დაეშვება თქვენს დონეზე და არ გასცემს პასუხს თქვენს შეურაწმყოფელ პოსტებს - მაგრამ რადგან იგი არის სიმბოლო აშშ - საქართველოს პარტნიორობის და წარმოადგენს ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, მსურს მე მოგმართოთ რათა გავაქარწყლო თქვენს მიერ წამოჭრილი საკითხები.

   უპირველეს ყოვლისა APA (ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია)"ს შესახებ თქვენი პოსტი - ვფიქრობ ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ თქვენ უნდა გაგსინჯოთ, საბედნიეროდ თქვენი შემთხვევა განკურნებადია მედიცინის ტრადიციული მეთოდით - გეოდონით (დამერწმუნეთ თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ).

   რაც შეეხება ეგრეთ-წოდებულ ღია წერილს სადაც თქვენ საუბრობთ გიგი უგულავაზე და ეძებთ პრინციპებს და სამართალს რათა მისი პოზიცია გაამართლოთ - ვწუხვარ მაგრამ უნდა გაცნობოთ, რომ იმის ძებნა რაც თქვენ და თქვენს საყვარელ ამხანაგებს არასდროს გქონიათ, თითქმის შეუძლებელია: გთხოვთ არ დაგავიწყდეთ "ვინც აღმართავს ხმალს, ხმალითვე დაეცემა" (ეს ბიბლიიდან გახლავთ) ასე რომ თქვენის ძვირფას გიგის იმ წამლით კურნავენ რა წამალიც თქვენ და თქვენმა ამხანაგებმა არასდროს მიეცით სხვებს - სამართალი !!! ვიცი ამან შეიძლება შეგატორტმანათ მაგრამ ასეთია შეგრძნება იმაზე პასუხისა რასაც თქვენ და თქვენი ამხანაგები 9 წლის მანძილზე სჩადიოდით და რის საპირისპოროსაც ახლა ხედავთ - სამართალი არასოდეს იყო თქვენი სიძლიერე...მაგრამ დღეს იგი დანამდვილებით ყველაზე ძლიერი ძალაა !!!

   მე ველოდი ამას თქვენგან (ამიტომაც ვახსენე გეოდონი, გთხოვთ დროულად მიიღეთ ეს პრეპარატი სანამ სრულად გადაგძლიათ დღევანდელმა კონდიციამ და ოჯახის წევრების შეურაწყოფაზე გადახვედით) - ერთი შეკითხვა მაქვს უბრალოდ: არცერთ მომენტში არ გიფიქრიათ რომ აშშ ელჩის შეურაცხყოფით თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებს აყენებთ შეურაცხყოფას?!

რაც შეეხება გიგის შესახებ თქვენს პოსტს:

1. გიგის მოუთმენლობა და სარჩელის გამოტანა მისი სურვილით და განზრახვით მოხდა და თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ეს მოუთმენლობა როგორც არგუმენტი.

2. თქვენი ეგრეთწოდებული "მიზეზი" ცივილიზებულ მსოფლიოში გახლავთ ბრალის წაყენება, რომელიც თავისთავად საკმარისი მიზეზია ქვეყნის გარეთ გასვლის აკრძალვისთვის. უპირველესად სამართალი არის პროცესის სწორედ წარმართვა, რომელიც შესაბამისი უწყებების მიერ არის დაცული და ეს შესაბამისი უწყებები განსაზღვრავენ აუცილებელ ნაბიჯებს იმისთვის რათა კანონის უზენაესობა დაცული იყოს. რაოდენ განსხვავებულია ეს იმისგან რასაც თქვენ და თქვენი ამხანაგები ხართ მიჩვეულნი ?!

3. მორატორიუმი არ იძლევა თავისუფლების ბარათს სამართლისგან გადაუდებელი საქმის შემთხვევაში - რომელიც თავისთავად ახალი რამ გახლავთ თქვენი და თქვენი ამხანაგებისთვის. როგორც ხედავთ, აუცილებელია ბალანსის დაცვა მშვიდობიან პოლიტიკურ კლიმატსა და კანონის უზენაესობას შორის და არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს მორატორიუმი განხილული როგორც სამართლის დათხოვნა ასეთი გადაუდებელი საქმის დროს. რაოდენ განსხვავებულია ეს იმისგან რასაც თქვენ და თქვენი ამხანაგები ხართ მიჩვეულნი ?!

4. პარლამენტარები სარგებლობენ იმუნიტეტით და ეს იმუნიტეტი უნდა იყოს დაცული ყოველთვის, ისე როგორც ეს მოხდა გუშინ საღამოს - არეულობისას პოლიციას არ ჰქონდა საშუალება გაერჩია პარლამენტის წევრი არაწევრისგან მაგრამ როდესაც სათანადო დოკუმენტაცია იქნა წარდგენილი ისინი ბოდიშის მოხდით განთავისუფლდნენ - და ისევ, რაოდენ განსხვავებულია ეს იმისგან რასაც თქვენ და თქვენი ამხანაგები ხართ მიჩვეულნი ?!

მიუხედავად იმისა, რომ ვიცი თქვენი და თქვენი ამხანაგების დასავლეთთან ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია;თქვენი ახლანდელი გონებრივი მდგომარეობა მტკიცებაა ჩემთვის იმისა რომ თქვენი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები ფარსი იყო, სწორედ ვივარაუდე - სხვანაირად როგორ ავხსნათ აშშ ელჩის შეურაცხყოფა რაც ამერიკის შეურაცხყოფას ნიშნავს!"

 

6-07-2014, 13:52
უკან დაბრუნება