ივერიონი / „ახალგარზდა ადვოკატები“ იუსტიციის სამინისტროს მიმართავენ

„ახალგარზდა ადვოკატები“ იუსტიციის სამინისტროს მიმართავენ

დღეს  „პირველ“  პრეს-კლუბში  ორგანიზაცია  „ახალგაზრდა  ადვოკატებმა“  ჟურნალისტებისთვის  ბრიფინგი  გამართეს.
ისინი  საქართველოს  იუსტიციის  სამინისტროს  წინადადებით  მიმართავენ, სისხლის  სამართლის  საპროცესო  კოდექსში, სასჯელის  შეკრებითობის  პრინციპის  ახალი  რეგულაციების  შემთხვევაში, ყურადღება დაეთმოს  ისეთ  საკითხებს, რომლებიც  შეკრებითობის  პრინციპის  პრაქტიკაში  გამოყენების  უარყოფით  შედეგებს  გამორიცხავს.

ახალგაზრდა  ადვოკატების“ იურისტ  ანა  კიკნაძის  განცხადებით, საკანონმდებლო  ინიციატივამ  ზუსტი  რეგულაცია  უნდა  შექმნას, რომელიც  დაადგენს  აუცილებელ  კრიტერიუმებს  სამოსამართლო  უფლებამოსილებისთვის.

კერძოდ, მკაფიო  უნდა  გახდეს, მოსამართლემ  რა გარემოებების  დროს  უნდა  გამოიყენოს  სასჯელის  შთანთქმის  თუ  ნაწილობრივ  ან  მთლიანად  სასჯელის  შეკრების  პრინციპი. 

ასევე  მისი  თქმით,  მნიშვნელოვანია, მოხდეს  დიფერენცირებული  მიდგომა  დანაშაულთა  კატეგორიების  მიხედვით, ვინაიდან  სასჯელთა  შთანთქმისა თუ  შეკრებითობის  გამოყენება, მხოლოდ მოსამართლის  დისკრეციული  უფლებამოსილება არ შეიძლება  იყოს!

მზიკო კახიანი

7-07-2014, 16:30
უკან დაბრუნება