ივერიონი / შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამგლოვიარო წიგნები იხსნება

შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამგლოვიარო წიგნები იხსნება

   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვასტან დაკავშირებით დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოეთში მოწვევები გააგზავნა.

   "ედუარდ შევარდნაძეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. კვირას დროშები დაეშვება როგორც მთელ საქართველოში, ასევე საქართველოს საელჩოებში, გაიხსნება სამგლოვიარო წიგნი ჯერ კრწანისის რეზიდენციაში, ხოლო შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში, სამგლოვიარო წიგნები გაიხსნება ასევე საქართველოს ყველა საელჩოში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც საქართველოს აქვს წარმომადგენლობა.

   სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში პარასკევს და შაბათს გაიმართება, კრწანისის რეზიდენციაში კი 9 და 10 ივლისს".

   ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს გარდაიცვალა. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს 13 ივლისს დაკრძალავენ.

 

8-07-2014, 13:09
უკან დაბრუნება