ივერიონი / კობა კობალაძე:-"საკრებულოზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების ერთ-ერთი უმთავრესი მომენტი ქალაქის მერად დავით ნარმანიას არჩევაა!"

კობა კობალაძე:-"საკრებულოზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების ერთ-ერთი უმთავრესი მომენტი ქალაქის მერად დავით ნარმანიას არჩევაა!"

   საკრებულოს ავჭალის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა კობალაძემ თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართული დებატების შეფასებისას განაცხადა:

   -"ერთის მხრივ იყო საუბარი სამომავლო გეგმაზე, მეორეს მხრივ კვლავ იყო უარგუმენტაციო წიოკი, ისტერიკა და მცდელობა ოპონენტის მდგომარეობიდან გამოსაყვანად, თუმცა, ჩვენ ამ ტაქტიკას უკვე შევეგუეთ".

   ახლადარჩეულმა მაჟორიტარმა საკრებულოს სამომავლო მუსაობაზეც გაამახვილა ყურადრება და აღნიშნა, რომ ყველა იმ სამომავლო პროექტის დროულად და წარმატებით განსახორციელებლად აუცილებელია ქალაქის მერი დავით ნარმანია გახდეს.

   -"გათავისებული გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რითაც ასპარეზზე შემოვედით. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად აღარ გვაინტერესებს, ვინმეზე კონკრეტული ბრალის წაყენება, რადგან არსებობენ სამართალდამცავი ორგანოები, რომლებსაც კონსტიტუციით მინიჭებული პირდაპირი ვალდებულება აქვთ, ქვეყანაში სამართალი დადგეს! ჩვენ პასუხისმგებლობის რეჟიმზე ვართ გადასული და ვიცით, რომ ხვალ, ზეგ, ვინმეზე და რამეზე აპელირება გაუმართლებელი და სრული აბსურდი იქნება. პასუხისმგებლობა, რომელიც მოსახლეობამ დაგვაკისრა არ არის განცალკევებული. მისი შესრულების ერთ-ერთი უმთავრესი მომენტი ქალაქის მერად დავით ნარმანიას არჩევაა!" 

 

10-07-2014, 15:01
უკან დაბრუნება