ივერიონი / გიგი უგულავა:-"თქვენ გახსენით ის ცეცხლი, რომელშიც თავად დაიწვებით"

გიგი უგულავა:-"თქვენ გახსენით ის ცეცხლი, რომელშიც თავად დაიწვებით"

   გიგი უგულავას დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ შუამდგომლობა დააყენა და უგულავას სიდედრისთვის ბინის ჩამორთმევა ითხოვა.

ეს ის ბინაა, რომლითაც უგულავამ გირაოს უზრუნველყოფა სხვა ბრალდების საქმეზე მოახდინა. პროკურორების განმარტებით მან გირაოს ქვეშ ყოფნისას ფინანსური დანაშაული ჩაიდინა და ასეთ დროს კანონი მოითხოვს უფრო მკაცრი ღონისძიებების გატარებას.

   "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე სასამართლოშივე გამოეხმაურა ამ შუამდგომალობას და განაცხადა:

   -"რამდენი სახლიც არ უნდა ჩამომართვათ მე, ასევე ჩამოართვათ ჩემს მშობლებს, ჩემს ძმას, ახლობლებს, სულ რომ გარეთ დამტოვოთ, მე არ გავჩერდები. ვაპირებ ბრძოლას, თვრამეტჯერ შემიფარდეთ თუ გინდათ წინასწარი პატიმრობა, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ გახსენით  ის ცეცხლი, რომელშიც თავად დაიწვებით".

   გიგი უგულავას მორიგი სასამართლო პროცესი 14 ივლისს გაიმართება.

 

10-07-2014, 19:45
უკან დაბრუნება