ივერიონი / ქუთაისი "არტ-გენს" მასპინძლობს

ქუთაისი "არტ-გენს" მასპინძლობს

   საერთაშორისო ფესტივალი ,,არტ-გენი" ქუთაისში 12 ივლისს ჩამოდის, ფესტივალი 29 ივნისს თელავიდან დაიწყო. 

დასკვნითი რეგიონალური ,,არტ-გენი" 12 საათზე, ქუთაისში, ნიკეაზე ,,იმერი პარკში" გაიმართება. წარმოდგენილი იქნება: ხალხური სიმღერა, ცეკვა, საბრძოლო ხელოვნება,სახალხო პოეზია, რეწვა ,დასავლეთ საქართველოს ფოლკლორული შემოქმედება.ფესტივალს დაასრულებს რობი კუხიანიძისა და ,,ფრანის" კონცერტი.

ქუთაისში ფესტივალი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქუთაისის მერიისა და კულტურის,განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის მხარდაჭერით იმართება.

დავით ცხვარაძე

11-07-2014, 10:17
უკან დაბრუნება