ივერიონი / გულწრფელი წამოწყება ბიზნესის მხრიდან თუ ვინმეს კონკრეტული დავალება?!.

გულწრფელი წამოწყება ბიზნესის მხრიდან თუ ვინმეს კონკრეტული დავალება?!.

   ბიზნესკომპანიების მიერ არჩევნების დღეს საწვავზე, ასევე მარკეტებში, აფთიაქებსა და სწრაფი კვების ობიექტებში განხორციელებულ ფასდაკლების აქციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ეხმაურება და ამბობს, რომ გასარკვევია რას ემსახურება ბიზნესმენების გადაწყვეტილება-გულწრფელი წამოწყება ბიზნესის მხრიდან  თუ ვინმეს კონკრეტული დავალება.

   ლაშა ტუღუში კი საარჩევნო კლიპს ამომრჩეველთა მოსყიდვად მიიჩნევს.

   -"თუ ეს ფასდაკლებები დასრულდება არჩევნების მეორე დღეს, რა თქმა უნდა ძალიან ცუდი იქნება, იმიტომ რომ ეს არის ამომრჩევლის ყიდვა, ამიტომ ჯობია, რომ ასეთი პრეცედენტები, რომელიც გვხვდებოდა საქართველოში სხვადასხვა დროს, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს"-ამბობს ტუღუში.

 

11-07-2014, 13:43
უკან დაბრუნება