ივერიონი / ხვალ ცესკო განსაკუთრებული გრაფიკით იმუშავებს

ხვალ ცესკო განსაკუთრებული გრაფიკით იმუშავებს

   ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 12 ივლისს 08:30 სთ-დან, რამდენიმე საათში ერთხელ, საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.

07:00 საათიდან იმუშავებს როგორც კომისიის ცხელი ხაზი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:

 8:30 სთ

10:30 სთ

12:30 სთ

15:30 სთ

17:30 სთ

20:30 სთ

განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

 

11-07-2014, 16:54
უკან დაბრუნება