ივერიონი / კახა კალაძე:-"ამომრჩევლების სწორი გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" გამარჯვება იქნება"

კახა კალაძე:-"ამომრჩევლების სწორი გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" გამარჯვება იქნება"

   "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე არჩევნების მეორე ტურს ეხმიანება და იმედს გამოთქვამს, რომ ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს.

   -"მე ძალიან ბევრი შეხვედრები მქონდა ყველა იმ რაიონში და ქალაქში, სადაც მეორე ტური უნდა გაიმართოს. საზოგადოება ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი. დარწმუნებული ვარ, ყველა ის ადამიანი, ვინც საარჩევნო ყუთთან მივა, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" გამარჯვება იქნება"-ამბობს კალაძე.

 

11-07-2014, 23:56
უკან დაბრუნება