ივერიონი / "დღეს დავადასტურეთ, რომ ვამკვიდრებთ დემოკრატიული, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების პრაქტიკას საქართველოში"

"დღეს დავადასტურეთ, რომ ვამკვიდრებთ დემოკრატიული, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების პრაქტიკას საქართველოში"

   "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და განაცხადა:

   -"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ყველა კუთხე განვითარდეს, ფეხზე დადგეს და წელში გაიმართოს. ჩვენ ხვალიდანვე გაორმაგებული ენერგიით უნდა განვაგრძოთ საზოგადოებრივი შრომა, ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ამ განცდით ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე.

ჩვენ დღეს დავადასტურეთ, რომ ვამკვიდრებთ დემოკრატიული, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების პრაქტიკას საქართველოში.  მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გამართვა. ეს არის ისტორიული დღე ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება მოწოდებული ვართ, ავაშენოთ რეალური დემოკრატია საქართველოში. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვა დღეს – მე შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა. 

  მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ დღევანდელი დღე წარმატებით ჩატარდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ჩვენ დავადასტურეთ, რომ ეს გზა ავირჩიეთ. ყველა ამომრჩეველს მიეცა საკუთარი არჩევანის თავისუფლად გამოხატვის საშუალება. ჩვენ დღეს დავადასტურეთ, რომ ვამკვიდრებთ დემოკრატიული, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების პრაქტიკას საქართველოში".

 

12-07-2014, 20:24
უკან დაბრუნება