ივერიონი / ახალი ზელანდიიდან პირველი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში

ახალი ზელანდიიდან პირველი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში

    2014 წლის 14 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მიიღო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ახალი ზელანდიის დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მურეი მაკკალის ხელმძღვანელობით. ეს არის ახალი ზელანდიიდან პირველი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში.

   შეხვედრაზე, რომელიც დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები სავაჭრო-ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობის, სპორტის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში.

საუბრისას მურეი მაკკალის მიერ ხაზი გაესვა ახალი ზელანდიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ გაიმართა მაია ფანჯიკიძისა და მურეი მაკკალის ერთობლიცი პრეს-კონფერენცია.

   ვიზიტის ფარგლებში, 14 ივლისს დაგეგმილია მინისტრ მურეი მაკკალის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან.

   ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი კულტურული პროგრამის ფარგლებში ეწვევა შევარდენის ეროვნულ რაგბის ბაზას, სადაც მას უმასპინძლებს საქართველოს რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელი.

14-07-2014, 16:21
უკან დაბრუნება