ივერიონი / "ახალგაზრდა რეფორმატორების" საპროტესტო აქცია-"ტყუილი ისჯება რეალობის შეცვლით!"

"ახალგაზრდა რეფორმატორების" საპროტესტო აქცია-"ტყუილი ისჯება რეალობის შეცვლით!"

   ხვალ, 16 ივლისს, მთავრობის კანცელარიასთან პ/გ ,,რეფორმატორები'' -ს ახალგაზრდული ფრთა - ახალგაზრდა რეფორმატორები მართავენ აქციას-"მატყუარა ხელისუფლება".

   აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლი და მისი მიმდებარე ტერიტორია მრავალი დაპირების მიუხედავად ისევ სავალალო მდგომარეობაშია. 

   -"ჩვენ მივესალმებით ჰეიდარ ალიევის, კაჩინსკის და სხვა საპატიო უცხოელი მეგობრის ძეგლების მოვლა-პატრონობას, მაგრამ იმ ქვეყანაში სადაც არ იქნება სათანადოდ დაფასებული საზოგადო მოღვაწის, განმანათლებელის და წმინდანის ძეგლი მოწესრიგებული უაზროდ მიმაჩნია სხვათა პატივისცემა, ერი რომელიც საკუთარ წარსულს და ღირსებას ვერ დააფასებს იგი ვერ დააფასებს სხვა ერის შვილებს და ყველაფერი ეს ილუზორული იქნება.

ილია მართალის ძეგლი და მიმდებარე ტერიტორია პირდაპირ მიუთითებს ჩვენი ქვეყნის სისუსტეზე. ძალიან დავსუსტებულვართ. 

"აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა" და ჯერ კიდევ ჭაბუკმა ქართველობას შეუძახა, წარსულს დავიწყების ფერფლი არ მიაყაროთ, თორემ აწმყოსაც წაიხდენთ და მომავალსაც დაკარგავთო. როგორ ვიღეთ ყურად დიდი ქართველის რჩევა-მოწოდება, თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში ჩანს.

ჩვენ შევცვლით ამ რეალობას !!! 

ერთად შევცვალოთ რეალობა !!!"-აცხადებენ ახალგაზრდა რეფორმატორები.

   აქციას პრლიტიკური პარტიის "რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი ეხმიანება და ამბობს:

-"იქ ვარ სადაც უნდა ვიყო !

როგორ არ უნდა ვიყო ოპოზიციონერი, მაშინ, როცა უამრავ სიმახინჯესთან ერთად ხელისუფლება ყოველდღე უშვებს არსებით შეცდომებს, რომელიც უფრო შეურაცხმყოფელია მოსახლეობისათვის, ვიდრე უბრალოდ ხარვეზი.

მაშინ, როცა ილია ჭავჭავაძის უპატივცემულობის გარდა, წმინდანად შერაცხული, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი დანგრევის პირასაა მისული და საფრთხეშია 800-მდე სამუზეუმო ექსპონანტი (გამოცემები, წერილები, ხელნაწერები, ფოტომასალა, ეთნოგრაფიის, ნუმიზმატიკისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშები) კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ,,ჯიპომანიისა" და ,,პრემიამანიის" ფონზე მოურიდებლად აგრძელებს მახინჯ ტენდენციას, საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრის კარგად ნაცად ხერხს და სრულიად უუნარო სამინისტროს ცენრალური აპარატის საშტატო ნუსხას მთავრობის ახალი განკარგულებით ზრდის 11 ერთეულით.

ცვლილების თანახმად, მინისტრ ოდიშარიას ხუთი თანაშემწის მაგივრად, ეყოლება – ექვსი. სამინისტროში შვიდი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ნაცვლად, იქნება – რვა. სამმართველოს უფროსების რაოდენობა 18-დან 20-მდე იზრდება, ხოლო 56-დან 63-მდე იზრდება მთავარი სპეციალისტების რაოდენობა.

ამასთან, მინისტრის მოადგილეების რაოდენობა განსაზღვრულია ოთხი საშტატო ერთეულით (აქედან ერთი პირველი მოადგილეა) და მას ასევე ჰყავს ექვსი მრჩეველი. 2

აუცილებლად უნდა შევცვალოთ ქვეყანაში არსებული რეალობა !"

   აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ "საქართველოს მთავრობა , ბატონი ოდიშარია მიიღებს საზოგადოების პროტესტს ტყუილისათვის! ტყუილი ისჯება რეალობის შეცვლით! და საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

 

15-07-2014, 11:00
უკან დაბრუნება