ივერიონი / სევდია უგრეხელიძე:-"ივანიშვილი არათუ ოპოზიციას, არამედ საკუთარი პარტიის წევრებს არ ენდობა"

სევდია უგრეხელიძე:-"ივანიშვილი არათუ ოპოზიციას, არამედ საკუთარი პარტიის წევრებს არ ენდობა"

   თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე ამბობს, რომ  საკრებულოში თანამდებობების გადასანაწილებლად "ნაციონალური მოძრაობასთან" არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს. 

   მისივე განცხადებით საკრებულოში ოპოზიციას არც კომისიების თავმჯდომარეობას შესთავაზებენ და მმართველობა ერთპიროვნული იქნება. 

   -"საკრებულოს 11 კომისია ეყოლება და ამ კომისიების თავმჯდომარედ ოპოზიციის წარმომადგენელი არ იქნება. საკრებულოში მიზანმიმართული პოლიტიკა მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილი ეჭვით არის შეპყრობილი ყველას მიმართ. ის არათუ ოპოზიციას, არამედ საკუთარი პარტიის წევრებს არ ენდობა", - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ და დასძინა, რომ "ირაკლი ღარიბაშვილს ორჯერ გამეორება არ სჭირდება ისე ასრულებს მითითებებს".

   სვედია უგრეხელიძე მერიაში დაეგმილ სავალდებულო ატსტაციის საკითხს ეხმაურება. როგორც საკრებულოს დეპუტატმა განაცხადა, "ქართულმა ოცნებამ" ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუა, როდესაც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონპროექტში ცვლილებები არჩევნებამდე არ განახორციელა. მისივე თქმით ხელისუფლებს საჯარო სამსახურში დასაქმებული 13 ათასი ადამიანისა და მათი ოჯახის წევრების განაწყენება წინასაარჩევნოდ არ სურდა. ახლა კი სევდია იგრეხელიძის თქმით საჯარო სამსახურებში მყოფ პირებს, სავალდებულო ატესტაცია ელოდებათ. 

15-07-2014, 14:28
უკან დაბრუნება