ივერიონი / შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე ზუბეირი ჩ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა დაკავებულის ბარგისა და ხელბარგის ჩხრეკისას 42 აბი "სუბოქსინი" და 2 აბი "ბოქსინი" ამოიღეს, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით 0,31 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკები საქართველოში თურქეთიდან შემოიტანა.

 

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაკავებულს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

16-07-2014, 13:05
უკან დაბრუნება