ივერიონი / 18 ივლისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება

18 ივლისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება

   18 ივლისს, საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიას გამართავს, სადაც  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავს. 

   "სხდომას ევროკომისარი შტეფან ფულე დაესწრება, რომელიც ამ მოვლენასთან ყველაზე ახლოს იყო და მისი დახმარებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებების პროცესი. ველოდებით სტუმრებს ლატვიიდან და ბულგარეთიდანაც. როგორც ცნობილია, დაესწრებიან ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. პარასკევს სხდომას დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე.

 

16-07-2014, 13:35
უკან დაბრუნება