მთავარი გვერდი > მოსამართლემ იძულებით გაფორმებული ხელშეკრულება ბათილად სცნო

მოსამართლემ იძულებით გაფორმებული ხელშეკრულება ბათილად სცნო


16-07-2014 / 15:08

მოსამართლემ იძულებით გაფორმებული ხელშეკრულება ბათილად სცნო

   ბიზნესმენმა ბესიკ ხარძიანმა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს, რის შემდეგად, მისი თქმით, ქონება იძულებით გადააფორმებინეს, შვიდთვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, თბილისის საქალაო სასამართლოს მოსამართლის თეა ხამხაძის გადაწყვეტილებით ქონება დაიბრუნა.

   მოსამართლემ იძულებით გაფორმებული ხელშეკრულება ბათილად სცნო და ბიზნესმენს საკუთრების უფლება აღუდგინა. 

   -"პროცესი მიმდინარეობდა შვიდი თვის განმავლობაში. უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო ქალბატონმა თეა ხამხაძემ, რადგან ამხელა დაბრუნება კერძო სამართლის ნაწილში მანამდე არ მომხდარა. მადლობა მინდა ვუთხრა მას და პოლიტიკურ ცვლილებას, სხვა შემთხვევაში ეს არ მოხდებოდა. ასევე, მინდა, ყველა დაჩაგრულ, ქონებაწართმეულ ბიზნესმენს სამართლიანობის აღდგენა ვუსურვო"-აცხადებს ხარძიანი ხარძიანმა.

   ცნობისთვის, ბიზნესმენი ციხიდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გათავისუფლდა. 

 


უკან დაბრუნება