ივერიონი / ნიკოლოზ მჟავანაძე:-"კიწმარიშვილის საქმე არის გამოწვევა ამ ხელისუფლებისთვის"

ნიკოლოზ მჟავანაძე:-"კიწმარიშვილის საქმე არის გამოწვევა ამ ხელისუფლებისთვის"

   "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და ამბობს, რომ იმედი აქვს გამოძიების ობიექტურობის, წინააღმდეგ შემთხვევაი ეს სერიოზულ დარტყმას მაიყენებს მთავრობის იმიჯს.

   -"პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის იმ კატეგორიის საქმე, რომლის გაყალბება და სხვა კატეგორიის მიცემა შეუძლებელია. საკმაოდ სერიოზული ეჭვია და დაბეჯითებით ვერავინ იტყვის რა გზას უნდა დაადგეს გამოძიება. გაყალბება შეუძლებელია. ეს არის გამოწვევა ამ ხელისუფლებისთვის და პროკურატურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რეალური გამოძიებისთვის. ამ ეტაპზე დაბეჯითებით თქმა-იყო ეს მკვლელობა თუ თვითმკვლელობა შეუძლებელია, უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნებს და ამიტომ არ არის საჭირო ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა".

 

 

17-07-2014, 11:41
უკან დაბრუნება