ივერიონი / როგორ ესმის ირაკლი სესიაშვილს პასუხისმგებლობა და რაში ადანაშაულებს "ნაციონალებს"

როგორ ესმის ირაკლი სესიაშვილს პასუხისმგებლობა და რაში ადანაშაულებს "ნაციონალებს"

      რატომ გაუჩნდა უმრალესობის წევრს, ირაკლი სესიაშვილს ფეისბუქ-სტატუსის დაწერის სურვილი და რატომ ეწვია დღეს მუზა, ამას თავად სტატუსში აღწერს. მკითხველი გაიგებს, თუ როგორ ესმის მას პასუხისმგებლობა და რას ფიქრობს, როცა "ნაციონალურ მოძრაობას" უსმენს?

 

   -"არასდროს გამჩენია სურვილი რამე დამეწერა, მაგრამ დღეს რატომღაც მუზამ შემაწუხა, მგონი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებამ მოახდინა ჩემზე გავლენა)))). მოკლედ ერთი ამბავი გამახსენდა, მანამდე კი...:

   "პასუხისმგებლობა" - ეს ადამიანის ის თვისებაა, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველას მოეთხოვება, საჯარო პირს, მით უმეტესს კი პოლიტიკოსს, ის მომატებული უნდა ჰქონდეს. მიმაჩნია, რომ თუ ქვეყანას და მისი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობას დეფექტი აქვს (და ეს დღევანდელი დაავადება არ არის), ეს არის სწორედ ის, რომ საჯარო მოხელეებს (ზოგადად და ეს არ ეხება ყველას) სრულყოფილად არ აქვთ გააზრებული და გათავისებული თუ რა არის პასუხისმგებლობა ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე. საჯარო მოხელეებს ხშირად ვსაყვედურობთ უყურადღებობის, გულგრილობის, ნაკლები ზრდილობის და საქმის მიმართ არაპროფესიონალური დამოკიდებულების გამო. პასუხისმგებლობაც სწორედ ის არის ალბათ, რომ ყველაფერში, საქმეშიც და ადამიანურ ურთიერთობაში გამოვავლინოთ ადამიანური დამოკიდებულება.

   განათლება ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირისთვის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანად ჩამოყალიბებისთვის. ვსწავლობთ, ვსწავლობთ, ვიხდით ფულს განათლებაში, მაგრამ ზოგჯერ მხოლოდ მცირედს ვიმახსოვრებთ. მეც ასე დამემართა და მახსენდება ჰამბურგის მშვიდობისა და უსაფრთხოების ინსტიტუტში ერთი ლექცია, რომლის ლექტორი იყო სერბი პროფესორი, ნობელის პრემიის ლაურიატობის კანდიდატი (სახელი არ მახსოვს). ლექციაზე ვიხილავდით სრებრენიცას ტრაგიკულ მოვლენებს, როდესაც სერბებმა ალყა შემოარტყეს სრებრენიცას და მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა გაეროს სამშვიდობო მისიას სრებრენიცაში მიაკითხა და მისი ტერიტორიის ფარგლებში თავშესაფარს ითხოვდა. საინტერესო ამ ისტორიაში ის არის, რომ სერბების ერთ-ერთმა გენერალმა გაეროს მისიის ხელმძრვანელოს მოსთხოვა ტერიტორიის დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მათ დაბომბავდა. გენერალი დაუკავშირდა სათაო ოფისს და მოითხოვა შემდგომი ინსტრუქციები. გენერალმა ბრძანებად მიიღო, რომ სისხლისღვრა გარდაუვალი იყო და გაეროს სრებრენიცას ამ მისიას ტერიტორია უნდა დაეტოვებინა, რომ მისიის შემადგენლობა მაინც გადარჩენილიყო სისხლისღვრას (სიცოცხლეს). ამის შემდეგ გენერალი მიდის თავის პირად შემადგენლობასთან და უცხადებს, რომ ის თავად არ ასრულებს ამ ბრძანებას და რჩება სრებრენიცაში შეიფაროს და დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა. მისის სრული შემადგენლობა მასთან ერთად რჩება.

   მართლაც შთამბეჭდავი ისტორიაა. მახსოვს, ლექტორმა მოგვთხოვა ესეს დაწერა. ჩემმა კოლეგებმა სტანდარტის მიხედვით (რამდენი გვედრი თუ სიტყვაც მოგვთხოვა ლექტორმა) დაწერეს. მე ერთი სიტყვა დავწერე ფურცელზე და ჩავაბარე. ეს სიტყვა სწორედ "პასუხისმგებლობა" იყო. შემდეგ ლექციაზე ნიშნები გამოგვიცხადა ლექტორმა და მე მეკითხება, ერთ სიტყვაზე მეტი რატომ არ დაწერეო? მე ვუპასუხე, თუ მასწავლით (ანუ განათლებას მაძლევთ), ამ ისტორიიდან ეს ვისწავლე მეთქი... გაეცინა და უმაღლესი ქულა დამიწერა. ჩემმა გერმანელმა კოლეგებმა კი ცოტა იუცხოვეს, ლექტორის ასეთი ქმედების გამო ... ჩვენ პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ და დავალება როგორც მოგვთხოვეს ისე შევასრულეთო და დაბალი ქულები მივიღეთო და ამან (ჩემზე) ერთ სიტყვაში უმაღლესი ქულა მიიღოო. ამიტომაც დამამახსოვრდა ეს ისტორია და ეს ლექტორი. მთავარია მივხვდი რა არის პასუხისმგებლობა. რამდენად ვიცავ კიდევ ეს მეორე საკითხია, მაგრამ ისევ პირველ ნაწილს რომ დავუბრუნდე, პირველ რიგში ალბათ საკუთარ თავს უნდა მოვთხოვოთ ჩვენი საქმე წესიერად და რაც მთავარია პასუხისმგებლობით შევასრულოთ. 

   რატომ მომინდა დღეს ამის დაწერა:ვუსმენ ნაცებს და რა ვქნა, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს არ გააჩნდა პასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის წინაშე (როცა მართავდნენ) და რაც ეხლა სულ უფრო და უფრო თვალში მხვდება, მათ არც ეხლა არ გააჩნიათ, ამჯერად "პასუხისმგებლობა სიტყვის წინაშე". რა ილუზიურ ტვ-ქვეყანაშიც გვაცხოვრებდნენ 8 წლის მანძილზე, იმ ილუზიურ და ცრუ პოლიტიკაში დარჩნენ დღესაც.

19-07-2014, 19:05
უკან დაბრუნება