ივერიონი / დავით კინწურაშვილი:-"რაც ხათუნა გოგალაძე გახდა მინისტრი, საკმაოდ ეფექტური და ქმედითი ნაბიჯები გატარდა გარემოს დაცვის კუთხით"

დავით კინწურაშვილი:-"რაც ხათუნა გოგალაძე გახდა მინისტრი, საკმაოდ ეფექტური და ქმედითი ნაბიჯები გატარდა გარემოს დაცვის კუთხით"

  მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ხათუნა გოგალაძის მიერ გარემოს დაცვის მინისტრის პოსტის დატოვებას ქველმოქმედთა ფონდის "მომავლის გზის" ხელმძღვანელი, დავით კინწურაშვილი ეხმიანება და მინისტრთან ურთიერთობის წლებს იხსენებს.

  -"ეს სამწუხარო ფაქტია, სულ მიჩნდებოდა იმის განცდა, რომ მომცემოდა საშუალება მთელი ერის გასაგონად მეთქვა -ხათუნა გოგალაძე არის არამარტო სახელმწიფო მოხელე, არამედ სულით და გულით ქველმოქმედი. ეს ადამიანი უჩუმრად ეწეოდა ქველმოქმედებას და არ იყო მისი სიკეთის კეთება ორიენტირებული პიარზე. როცა ახალი მინისტრები დანიშნა ახალმა მთავრობამ, მე ყველა მინისტრს მივმართე, რომ მხარში დაგვდგომოდა, რათა დავხმარებოდით სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მაგრამ რაოდენ სამწუხარო არ უნდა იყოს, არც ერთმა თავი არ შეიწუხა, არ მაქვს საუბარი სამინისტროების თნამშრომლებზე, რომელებიც თავიანთი სურვილისამებრ გვეხმარებიან. ერთადერთი მინისტრი იყო ხათუნა გოგალაძე, რომელმაც ყველანაირი მხარდაჭერა აღმოგვიჩინა, არასოდეს დამავიწყდება წინასაახლალწლო დღეები, როცა სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები გვრჩებოდა დახმარების გარეშე, ფონდში საკმაოდ ბევრი ბენეფიციარია დარეგისტრირებული და არ იყო იმის შესაძლებლობა, რომ ყველს დავხმარებოდით. სრულიად მოულოდნელად დარეკეს გარემოს დაცვის სამინისტროდან და შეგვატყობინეს, რომ ქალბატონი ხათუნა გოგალაძე აპირებდა ფონდში სტუმრობას.

ეს იყო ჩვენთვის მოულოდნელი, გვესტრუმრა ქალბატონი ხათუნა დატვირთული მანქანებით და 60 ოჯახისთვის, თითო ოჯახზე შაქრის ტომარის სავსე დახმარება შემოიტანა, სადაც უამრავი პროდუქტი იყო ჩალაგებული, ასევე ბავშვთა სახლს მედიკამენტებიდან დაწყებული პროდუქტით და სათამაშოებით დამთავრებული მარაგი შემოგვიტანა.

   არ გამორჩა ყურადღებიდან ის ონკოლოგიურად დავადებული ბავშვები, რომელსაც ჩვენი ფონდი ეხმარება ხოლმე და მათთვისაც უამრავი საჩუქარი მოიტანა.

აი, სწორედ ამ დღიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, მაღალჩინოსნებს ჩვევიათ ხოლმე დღესასწაულებზე სტუმრობა და პიარის გაკეთება, მას შემდეგ მომდევნო დღესასწაულებამდე ქრებიან თავიანთი დაპირებებით, მაგრამ ქალბატონმა ხათუნამ დაიწყო მეგობრობა და არ დაასრულა. უახლოეს ორ კვირაში ჩვენი ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მიიწვია სამინისტროში და ულამაზესი დღე აჩუქა ბავშვებს.

   ჩვენს ბენეფიციარებს სამინისრტროს ყველა სართულზე სიუპრიზები ხვდებოდა, მერე საკუთარ კაბინეტში მიიპატიჟა და თითოეულ ბავშვს ეფერებოდა, ეს არ იყო პიარი, ის პირიქით ცდილობდა, რომ არ გახმაურებულიყო.

   სამინისტროდან ბავშვები გახარებული დაბრუნდნენ, იმდენი რამ გამოგვატანა მანქანებში საჩუქრებს ვერ ვატევდით. მას შემდეგ ქალბატონი ხათუნასთვის ჩვენი ბენეფიციარი ოჯახების და ბავშვების პრობლემა გახდა ერთ-ერთი საზრუნავი და ყურადღებას არ გვაკლებდა.

   ყველაფერს ვერ ჩამოთვლი, რაც მან სიკეთე და ქველმოქმედება გასწია მინისტრობის პერიოდში. სწორედ მისი ამაგის გამო, 19 ივლისს ფონდმა "მომავლის გზამ" ქალბატონი ხათუნა სიგელით და სამახსოვრო პრიზით დააჯილდოვა, მის ამაგს და ყურადღებას ჩვენ მოკრძალებული საჩუქრით, მაგრამ დიდი გულით და სიყვარულით ვუპასუხეთ.

 -არა როგორც ფონდის მეგობარს , არამედ როგორც მინისტრს, თქვენ როგორ ხედავდით და თუ შეგიძლიათ შეაფასოთ მისი მუშაობა, როგორც მოქალაქემ და როგორც ფონდის ხელმძღვანელმა, რომელიც მომავალ თაობაზე, მათ ჯანსაღ გარემოზე ზრუნავთ?

  -როგორც მინისტრი, ეს სახელმწიფოს კონპეტენციაა, მაგრამ მინდა აღვნიშო ის ფაქტი, რომ რაც ქალბატონი ხათუნა გახდა მინისტრი, საკმაოდ ეფექტური და ქმედითი ნაბიჯები გატარდა გარემოს დაცვის კუთხით.

   ყოველთვის იყო აქტიურ ფაზაში და ყოველთვის ანხორცილებდა სხვადასხვა სასარგებლო აქტივობებს და პროექტებს, არ ვიცი რა დაუწუნეს, მაგრამ პირველად ბოლო წლების განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტრო საზოგადოებამ ნახა აქტიური და გამოჩნდა სამინისტრიოებს შორის როგორც მომქმედი სამინისტრო.

მე ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ ხათუნა გოგალაძესნაირი მინისტრიც და ადამიანიც ღმერთმა გვიმრავლოს-მეთქი, ახლაც გავიმეორებ- ხათუნა გოგალაძისნაირი ადამინები საქართველოს არ მოჰკლებოდეს!

   ძალიან დამწყდა გული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქალბატონი ხათუნა სადაც არ უნდა იყოს, ყველგან გააკეთებს მის გასაკეთებელს.

21-07-2014, 15:36
უკან დაბრუნება