ივერიონი / გურამ ოდიშარია:-"დღეიდან მინისტრის მოვალეობას ალექსანდრე მარგიშვილი შეასრულებს"

გურამ ოდიშარია:-"დღეიდან მინისტრის მოვალეობას ალექსანდრე მარგიშვილი შეასრულებს"

    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია თანამდებობას ტოვებს და სხვა ორგანიზაციაში გადადის სამუშაოდ. 

   -"მე გადავდივარ სხვაგან სამუშაოდ, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას ერთ-ერთ  ორგანიზაციაში,  ამ დღეებში ამ ორგანიზაციის სახელი ყველასთვის იქნება ცნობილი, დღეიდან მინისტრის მოვალეობას ბატონი ალექსანდრე მარგიშვილი შეასრულებს"-განაცხადა ექს-მინისტრმა. 

 

21-07-2014, 15:48
უკან დაბრუნება