ივერიონი / ოჯახი, რომელმაც ორი ანგელოზი დაკარგა, მესამე შვილის გადასარჩენად იბრძვის

ოჯახი, რომელმაც ორი ანგელოზი დაკარგა, მესამე შვილის გადასარჩენად იბრძვის

   მურკა როხვაძე: გამავრცელებინეთ, მომეხმარეთ ყველას გთხოვთ!

   11 წლის გიორგი ჯიშკარიანს 30 000 ევრო აქვს კლინიკის ანგარიშზე და ვერ მიდის გერმანიაში რადგან გამგზავრების და იქ გამოკვლებებისას საცხოვრებელი ხარჯები 10 000 ევროს აღწევს. პირველ ეტაპზე 5 000 საკმარისია, რომ გაემგზავროს. ასევე აუცილებელია მისი მამის გამგზავრება კვლევებისათვის,რომ გიორგის საბოლოო დიაგნოზი დაუდგინონ.ბავშვის მდგომარეობა უარესდება. უნდა მოვასწროთ გაშვება სანამ გიორგის მგზავრობა შეუძლია. თუ ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა, გადაყვანის ხარჯები მინიმუმ 20 000 ევროთი გაიზრდება,ამიტომ გთხოვთ ყველას,ნუ გადადებთ,დაეხმარეთ ვისაც როგორ შეგიძლიათ.ამ ოჯახმა უკვე ორი ანგელოზი დაკარგა და მესამე შვილის გადასარჩენად იბრძვის

   ყველა საქველმოქმედ ფონდს მოგმართავთ, გავერთიანდეთ გიორგის ირგვლივ და გაერთიანებული ძალებით გადავარჩინოთ პატარა! 

   არავის არ მოგნიშნავთ, ეს პოსტი ყველას ეხება!

 

ანგარიშის ნომერია საქართველოს ბანკში:GE55BG0000000294612100

მიმღები დედა: ია კოხრეიძე. პირადი ნომერი 60001055881

 

 -დედა,მტკივა.

- ვიცი შვილო.

- დედა ძალიან მტკივა,მიშველე რამე.

- მოგიკვდეს დედა.

- დედა,მეც უნდა მოვკვდე? როგორც თენგო და გოგა.

- არა დედა,შენ კარგად იქნები.

- დედა ,შენ თენგოსაც მაგას ეუბნებოდი.

- ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება გიორგი,შენ კარგად იქნები.

- დედა როდის წავალთ გერმანიაში,ვეღარ ვუძლებ.

- მალე,გპირდები მალე წაგიყვან.

- ფული რომ არ გვაქვს?

- ვიშოვით დედა გენაცვალოს.

- მამა რატომ ტირის?

- იმიტომ,რომ ძალიან უყვარხარ.

- არ იტირო დედა,არ მინდა რომ ტირიხართ.მეც მიყვარხართ.

- აღარ ვტირი.გაგიარა გიორგი?

- არა. დე...მეშინია, არ მინდა თენგოსთან, შენთან მინდა. არ მინდა სიკვდილი, მე ხომ ჯერ ბავშვი ვარ. უთხარი ხალხს რა.

- ვეტყვი შვილო.

- ჰო, უთხარი და დამეხმარებიან. მე ვიცი. დე, მზე ამოვიდა, ლამაზია მზე.

- კი ლამაზია.

- დე, თენგოსაც უყვარდა მზე.

- კი, უყვარდა შვილო, მზე ყველას უყვარს.

- არა, მე ყველაზე მეტად მიყვარს.

 

 

 

22-07-2014, 10:00
უკან დაბრუნება