ივერიონი / სახალხო დამცველის მოთხოვნა

სახალხო დამცველის მოთხოვნა

   სხალხო დამცველი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საკუთარი წარმომადგენლების  ფოტო და ვიდეოგადაღების უფლების მინიჭებას ითხოვს. 

ნანუაშვილის განცხადებით მოთხოვნა 2013 წლის აგარიშშიცაა მოცემული. 

  -"საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების ჯეროვანი შესრულებისთვის ზემოაღნიშნული უფლებამოსილების მინიჭება მნიშვნელოვანია, რამდენადაც წარსულში, როგორც წესი, ჯგუფის მიერ დოკუმენტირებული წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სათანადო გამოძიება არ ხდებოდა, ხოლო მიზეზად მტკიცებულებათა ნაკლებობა სახელდებოდა. გარდა ამისა, არსებითი მნიშვნელობა აქვს პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის იმგვარი კომპეტენციის მინიჭებას, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს თავისუფლების აღკვეთის, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში წამების და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტურ გამოძიებას, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს სახალხო დამცველს საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად განახორციელოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციები." ნათქვამია განცხადებაში.

   საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება თავისუფლებაშეზღუდულ პირთა უფლებათა დაცვისა და წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულის ეფექტური გამოძიების თვალსაზრისით. 

 

22-07-2014, 14:49
უკან დაბრუნება