ივერიონი / "ევრაზიული არჩევანი":-რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას 30 000 ქართველი ითხოვს"

"ევრაზიული არჩევანი":-რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას 30 000 ქართველი ითხოვს"

   -"ქართველ ხალხს სურს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და ამის დამადასტურებელი 30 000 ხელმოწერა არსებობს"-განაცხადეს "ქართველი ემიგრანტების" ხელმძღვანელმა ზვიად ყოშიტაშვილმა და "ევრაზიული ინსტიტუტის"  ხელმძღვანელმა არჩილ  ჭყოიძემ. მათი თქმით ეს ხელმოწერები სწორედ რომ რუსეთტან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნით შეგროვდა. ირკვევა, რომ შეგროვებულ ხელმოწერებს ისინი პარლამენტს მომავალ კვირას გადაუგზავნიან. ორგანიზაციები პარლამენტისგან   საკითხის  კენჭისყრაზე დაყენებას მოითხოვენ.

   -"საუბრობდნენ, რომ ამ სურვილს, საქართველოში მხოლოდ 10-15 ადამიანი თუ გამოხატავდა, თუმცა, ასეთი,  სულ მცირე 30 000 ადამიანი აღმოჩნდა. "ევრაზიული არჩევანი" მოითხოვს  ქართველი ხალხის ნების აღსრულებას  და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. იმედი მაქვს, საკანონმდებლო ორგანო ქართველი ხალხის ნებას გაითვალისწინებს",-განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.

 

22-07-2014, 21:41
უკან დაბრუნება