მთავარი გვერდი > ბაჩო ახალაია:-"ივანიშვილს ვაძლევ გარანტიას, თუ ასეთ ავანტიურას გაბედავს, მწარედ ინანებს!"

ბაჩო ახალაია:-"ივანიშვილს ვაძლევ გარანტიას, თუ ასეთ ავანტიურას გაბედავს, მწარედ ინანებს!"


23-07-2014 / 16:06

ბაჩო ახალაია:-

   ბაჩო ახალაია უცხოელი პროკურორების საქართველოში ჩამოყვანას ეხმიანება და წერს:

   -"მინდა გამოვეხმაურო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც უცხოელი პროკურორების საქართველოში ჩამოყვანას ეხება. გასაგებია ივანიშვილის მცდელობა შეასრულოს პუტინის დავალება და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლებრივი დევნით შეუზღუდოს საქართველოში ჩამოსვლის საშუალება. სწორედ ამიტომ საქვეყნოდ მინდა ვუთხრა ივანიშვილს ძალიან მარტივად და გასაგებად, ვაძლევ გარანტიას თუ ასეთ ავანტიურას გაბედავს მწარედ ინანებს, ის ასეთი ქცევით საკუთარ თავს გამოუტანს განაჩენს. ჯობია შეიგნოს რომ წითელი ხაზი უკვე დიდი ხნის გადაკვეთილი აქვს, გაგრძელებას კი ნამდვილად არ ვურჩევ. მისთვისვე ჯობია შეწყვიტოს მცდელობები ქართული სახელმწიფოს განადგურებისა!"


უკან დაბრუნება