ივერიონი / სამხედრო ექიმები მაღალმთაიან რეგიონებს სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ!

სამხედრო ექიმები მაღალმთაიან რეგიონებს სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ!

საქართველოს თავდაცვისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა ერთობლივი პროექტის განახორციელება დაიწყეს - საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო ბატალიონის სამხედრო ექიმები მთიან და რთულად მისადგომ  რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. 

ბორითის სამედიცინო ცენტრში სამხედრო ექიმებმა პირველი პაციენტები უკვე მიიღეს.

 

„სამხედრო ექიმები მაღალმთაიან რეგიონებში ერთმანეთს როტაციის წესით შეენაცვლებიან, უახლოეს მომავალში სამედიცინო ბატალიონის წარმომადგენლები სვანეთის, სტეფანწმინდისა და რაჭა- ლეცხუმის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრებში ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ.“ 

 

 

24-07-2014, 17:21
უკან დაბრუნება