ივერიონი / მინისტრთა ახალი შემადგენლობა პარლამენტს ეახლა

მინისტრთა ახალი შემადგენლობა პარლამენტს ეახლა

პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას უსმენენ. მალე  პრემიერ-მინისტრსაც ელოდებიან.


რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომა უკვე მიმდინარეობს, სადაც მინისტრთა კანდიდატები დარგების მიხედვით გადანაწილდებიან.

ერთ-ერთი პირველთაგანი დეპუტატების წინაშე საგარეო მიმართულების მინისტრები წარსდგნენ.


მსჯელობის ერთ-ერთი საკითხი ერგნეთის ბაზრობის აღდგენა იყო.  ასევე დეპუტატები გალის მოსახლეობის პრობლემითა და მათი პასპორტიზაციის საკითხით დაინტერესდნენ.


სხდომაზე დეპუტატებმა მინისტრობის კანდიდატებისგან რუსეთ-საქართველოს შესახებაც  მოითხოვეს ინფორმაცია.
დღეს პარლამენტში კიდევ რამდენიმე კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული.

25-07-2014, 13:16
უკან დაბრუნება