ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი ჰიუბეილის შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ჰიუბეილის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ჰიუბეილის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს NATO-ში  ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. საუბარი საქართველოსა და NATO-ს დაახლოების ფორმატებსა და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს შეეხო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს 24 ივლისს ეწვია.

25-07-2014, 14:36
უკან დაბრუნება