ივერიონი / ალექსანდრე ჭიკაიძე: დღესდღეობით საქართველოში არც ერთი ქურდი თავისუფალი არ არის!

ალექსანდრე ჭიკაიძე: დღესდღეობით საქართველოში არც ერთი ქურდი თავისუფალი არ არის!

შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე  პარლამენტში  რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ე.წ. კანონიერი ქურდების თემასაც შეეხო. მისი განცხადებით, დღესდღეობით საქართველოში არცერთი კანონიერი ქურდი არ არის თავისუფალი.

"რაც შეეხება კითხვას "რემენაზე", ამაზე ცოტა არასერიოზულია საუბარი, ჩემი მინისტრობის პერიოდში მოხდა დაახლოებით 70 კაცის 223-ე პრიმა მუხლით დაკავება, ამიტომ ამაზე აპელირება და საუბარი არასწორია. კანონიერი ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტების პირადად ჩემთან ერთად, საქართველოს რესპუბლიკაში თანაცხოვრება შეუძლებელი იქნება მათთვის და მე ამის პირობას ვაძლევ ნებისმიერ მსგავსი ტიპის ადამიანს. მე მგონი, არცერთი კანონიერი ქურდი არ არის დღეს საქართველოში თავისუფალი, ვინც აქ იმყოფება არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არიან."- განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

25-07-2014, 16:12
უკან დაბრუნება