ივერიონი / დღეს არჩევნული ისტორიის უტყვი მოწმენი ქალაქს დატოვებენ

დღეს არჩევნული ისტორიის უტყვი მოწმენი ქალაქს დატოვებენ

   არჩევნები დასრულდა, თუმცა თბილისის ქუჩებში მრავლად გაკრული საარჩევნო პლაკატები კიდევ 2012 წლის არჩევნების დავიწყების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან იმ დროინდელი პლაკატებიდან დღესაც იჭვრიტებიან მაჟორიტარობის კანდიდატები თუ პარტიის ლიდერები, ხო, იჭვრიტებიან, რადგან შემდეგი არჩევნების პლაკატებგადაწეპებულებს თვალის ნაწილიღა უჩანთ...

   თუ კარგად დააკვირდებით, საარჩევნო პლაკატებით "გალამაზებული" ეს კედლები თუ მოსაცდელები, ჩვენი არჩევნული ისტორიის უტყვი მოწმენი არიან, დათვალეთ ერთმანეთზე გადაკრული პლაკატები და მიხვდებით ბოლო წლების მანძილზე რამდენ არჩევნებს გაუძლო ქვეყანამ.

   სწორედ ამ პლაკატებისგან გასუფთავებას ეძღვნება დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" შტაბის  დასუფთავების აქცია.

   "საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხილის მერვე პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა.

   გარდა საარჩევნო კოდექსით დაკისრებული მოთხოვნისა, თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" დამაჯერებელი გამარჯვება დედაქალაქის წინაშე უფრო მეტ ვალდებულებას გვანიჭებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისი იყოს მოვლილი და სუფთა ქალაქი, ამიტომაც, დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" შტაბი ვაწყობთ დასუფთავების აქციას, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქს საარჩევნო კამპანიისას განთავსებული სააგიტაციო მასალისგან გავწმენდთ.

   აქციაში მონაწილეობას მიიღებენ დედაქალაქის არჩეული მერი დავით ნარმანია, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

   მივმართავთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტს, შეუერთდეს აქციას და თბილისი სააგიტაციო მასალისგან გავათავისუფლოთ.

აქცია დედაქალაქის მასშტაბით 11:00 საათზე დაიწყება"-აღნიშნულია შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

   P.S. რას იზამენ სხვა პარტიები? მათ საარჩევნო პროგრამაშიც ხომ იყო-თბილისი სუფთა ქალაქი? დაასუფთავებენ ახლა თუ ისევ მომავალ არჩევნებს დაელოდებიან?

26-07-2014, 11:22
უკან დაბრუნება