ივერიონი / მეუფე სპირიდონი:-"ძმებო და დებო, ფეხზე დავდგეთ, ნუ გავაკეთებთ ამას, ნუ ვიზამთ ამას, ყველამ ამოვიღოთ ხმა!"

მეუფე სპირიდონი:-"ძმებო და დებო, ფეხზე დავდგეთ, ნუ გავაკეთებთ ამას, ნუ ვიზამთ ამას, ყველამ ამოვიღოთ ხმა!"

   სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა ქადაგებისას განაცხადა:

-"საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და ეშმაკი ყველაზე მეტად საქართველოს ემტერება. ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, რომ ეს საშინელი გარყვნილება კაზანტიპი საქართველოში არ მოხდეს!

თქვენ იცით, რომ ყირიმში იმართებოდა ე.წ "კაზანტიპის" დღესასწაული. ვისაც ერთხელ მაინც გვინახავს რას ნიშნავს ეს, კარგად მიხვდება და კარგად იცის, გულისრევის გარეშე ამას ვერ უყურებ. ეს არის რამდენიმე ათასი ადამიანის გაერთიანება, თითქმის 50-60 ათასის, მათ ჰყავთ საკუთარი პრეზიდენტი, მინისტრები, მთელი სტრუქტურა აქვთ თავისი. ვინ არიან ახლა ესენი? ეს არის საშინელი გარყვნილი ხალხი, ყველანაირი ცოდვის მოქმედი, პირდაპირ აჩვენებენ ტელევიზორში ჰომოსექსუალისტურ კადრებს, რომელიც ხდებოდა ყირიმში ამ ე.წ დღესასწაულებზე, ანუ უკუღმართობებს ატარებდნენ. პირდაპირ აჩვენებდნენ კადრებში კაცის კაცთან გათახსირებულ ყოფნას, ქალის ქალთან გარყვნილ ყოფნას, ნარკოტიკების მიღებას, რეკლამაა ეს ამის. ძნელად შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა ისეთი გათახსირება და გარყვნილება, რომელიც ამ ე.წ "კაზანტიპის" შეკრებაზე არსებობს. ამის გამო უფალმა უკრაინა დასაჯა, რუსებმა წაიღეს ყირიმი, ისიც მაგათი იყო, უკუღმართმა ნიკიტა ხრუშჩოვმა აჩუქა უკრაინას და მერე წამოიღეს რუსებმა. მიზეზი ამის იყო ის გათახსირება, რომელსაც იქ აკეთებდნენ. პანღურისკვრით გამოყარეს რუსებმა ის ე.წ "კაზანტიპი" იქიდან, აუკრძალეს იქ ჩატარება და სწორი გააკეთეს. ეხლა სად წავიდა ეს "კაზანტიპი", ეს გათახსირებული 10 000-ობით ადამიანი? აი, ნახეთ თქვენ, წარმოდგენაც კი ძნელია იმ გათახსირების, რაც შეიძლება იქ ნახოთ, გარყვნილებაა ისეთი. ეხლა მოიფიქრეს, საქართველოში უნდა წავიდეთო და ანაკლიაში უნდათ "კაზანტიპის" შეკრება გააკეთონ. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და ეშმაკი ყველაზე მეტად საქართველოს ემტერება, ზუგდიდში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართია და პირდაპირ დაუმიზნა ზუგდიდს ეშმაკმა, რომ ასეთი გათახსირება იქ გააკეთოს, ანაკლია იქიდან ძალიან ახლოსაა. თან მარიამობის მარხვაში უნდათ ეს. თუ რამე ცოდვა შეიძლება წარმოიდგინო, ამაზე მეტი აღარ არსებობს"

 

 

"ეშმაკს საკუთარი თავი დაღუპული ჰყავს და უნდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაღუპოს, ეს უნდათ დღეს საქართველოში, უნდათ შემოუშვან ეს გარყვნილება, ეს საშინელი მარაზმი. ამის გამო უამრავი ქვეყანა გაანდგურდა. 

   ძმებო და დებო, ფეხზე დავდგეთ, ნუ გავაკეთებთ ამას, ნუ ვიზამთ ამას, ყველამ ამოვიღოთ ხმა, ყველამ შევთხოვოთ უფალს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს ეხება, რომ ნუ გააკეთებენ ამას და საქართველოს რისხვას ნუ დაატეხენ თავს. შვილები გყავთ, შვილიშვილები გყავთ, რად გინდათ თქვენი შვილები ამის შემხედვარე ცუდ გზაზე დადგნენ? არ გინდათ პატიოსანი ხალხი იყოთ? ერთი პატიოსნება დაგვრჩა, ტერიტორები წაგვართვეს, სიმდიდრე წაგვართვეს, ერთი პატიოსნება დაგვრჩა და ამასაც ნუ წაგვართმევენ. ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, რომ ეს საშინელი გარყვნილება საქართველოში არ მოხდეს", - აღნიშნა მეუფემ.

 

 

 

 

26-07-2014, 12:22
უკან დაბრუნება