ივერიონი / გიორგი კანდელაკი:-"თქვენ გუშინ ჩამოგითვალეს 9 კანონიერი ქურდი, რომლებთან დანაშაულებრივ კავშირში თქვენი მთავრობის წევრები იმყოფებიან"

გიორგი კანდელაკი:-"თქვენ გუშინ ჩამოგითვალეს 9 კანონიერი ქურდი, რომლებთან დანაშაულებრივ კავშირში თქვენი მთავრობის წევრები იმყოფებიან"

   საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტში გამოსვლისას, სადაც დეპუტატებმა მთავრობას ნდობა უნდა გამოცხადონ, განაცხადა:

 

   -"ტყუილი და თვითკმაყოფილება წითელ ხაზად გასდევს ბიძინა ივანიშვილის მთავრობას. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ბატონი ღარიბაშვილის აქ ყოფნა წმინდა ფორმალურ ხასიათს ატარებს. როცა გუშინ და დღეს აქ ისმებოდა ძალიან კონკრეტული, მთავრობის სტატისტიკაზევე დამყარებული კითხვები, თუ რატომ იზრდება გაჭირვება საქართველოში, თქვენ მუდმივად გაიძახოდათ სიტყვას – დემაგოგიას, ანუ იმას, რითაც იყავით დაკავებული. თქვენ გუშინ ჩამოგითვალეს 9 კანონიერი ქურდი, რომლებთან დანაშაულებრივ კავშირში თქვენი მთავრობის წევრები იმყოფებიან, თქვენ ამაზე არაფერი თქვით, რითაც დაადასტურეთ, რომ თანამშრომლობთ კანონიერ ქურდებთან. ამის ფონზე ცხადია, კრიმინალის ზრდა და ამასთან დაკავშირებით გაყალბებული სტატსტიკა ვერ დაგეხმარებათ".

 

26-07-2014, 15:53
უკან დაბრუნება