ივერიონი / "იჩქარე ქმნა სიკეთისა!"

"იჩქარე ქმნა სიკეთისა!"

   "მომავლის გზა" აგრძელებს საქველმოქმედო ფესტივალს

   ქველმოქმედთა ფონდმა ,,მომავლის გზამ" დაიწყო საქველმოქმედო პროექტი ,,მეტროდან მეტრომდე", რომელიც ითვალისწინებს თბილისის მეტროსადგურებთან საქველმოქმედო კონცერტების გამართვას. შემოწირული თანხა მოხმარდება პროექტი ,,გააძლიერე ოჯახი-სადილი ბავშვებს". პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

   ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით:-"საპილოტე პროექტი ფესტივალი – "მეტროდან -მეტრომდე" დევიზით "გააძლიერე ოჯახი" გამოიხატება სოციალურა დაუცველი ოჯახის შვილების ყოველდღიურ კვებას, ცოდნა-განათლების გაღრმავებასა და მათი ნიჭის რეალიზებას.

   ფესტივალი "მეტროდან-მეტრომდე" წარიმართება თბილისის მეტროპოლიტენის 15 მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ფონდის შემოქმედებითი ჯგუფი, მოწვეულ მუსიკოსთა ჯგუფები და პოეტები მთელი დღის განმავლობაში, გამართავენ კონცერტს მოსახლეობისათვის და მოუწოდებენ მათ დაუცველი ბავშვების მხარდაჭერისაკენ.

   პროექტის მხარდამჭრები არიან: თბილისის მერია, კომპანია "ნატახტარი", საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, კომპანია "M ჯგუფი" და სხვა.

   პირველი ასეთი აქცია-კონცერტი 20 ივლისს მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" გაიმართა. მეორე აქცია 25 ივლისს "რუსთაველზე" მოეწყო, რომელიც უფრო მაშტაბური და მონაწილეებით გამრავალფეროვნებული იყო. მორიგი აქცია უკვე 29 ივლისს "ვარკეთილის" მეტროსტან გაიმართება და აქციის ორგანიზატორები კიდევ უფრო მეტ სიახლეს ჰპირდებიან მაყურებელს, თუმცა ერთი თხოვნაც აქვთ მოქალაქეებთან-კონცეტრის ყურებასთან ერთად თუნდაც სულ მცირე, მიზერული შესაწირი ჩააგდონ იქვე მდგარ ყუთებში. 

   გელოდებით ყველას, 29 ივლისს ვარკეთილის მეტროს წინ. ერთად დავდგეთ სიკეთის საკეთებლად!

 

 

28-07-2014, 09:56
უკან დაბრუნება