ივერიონი / ფილიპო ლომბარდი: შვეიცარია დამცავი ძალაა საქართველოსა და რუსეთს შორის!

ფილიპო ლომბარდი: შვეიცარია დამცავი ძალაა საქართველოსა და რუსეთს შორის!

შვეიცარია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ფილიპო ლომბარდმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შვეიცარია დამცავი ძალაა საქართველოსა და რუსეთს შორის.
 
„შვეიცარია არის დამცავი ძალა საქართველოსა და რუსეთს შორის. ჩვენ გვინდა ამ როლის შესრულება, რათა გამოსავალი ვიპოვოთ და ბალანსი შევინარჩუნოთ ქვეყანაში და მთლიანად კავკასიაში," - განაცხადა ფილიპო ლომბარდმა.

ქართველ კოლეგებთან შეხვედრის თემას საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები წარმოადგენდა.

„შვეიცარია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრული ჯგუფის მუშაობამ კონკრეტული შედეგი უნდა გამოიღოს. უნდა გავათვითცნობიეროთ, როგორ ავაშენოთ საპარლამენტო დემოკრატია. ამ მიმართულებით შვეიცარიას საუკუნოვანი გამოცდილება აქვს,"- განაცხადა ლომბარდმა


28-07-2014, 14:23
უკან დაბრუნება