ივერიონი / როგორ გვწამლავენ ნაყინებით

როგორ გვწამლავენ ნაყინებით

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის 2014 წლის პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონების სარეალიზაციო ობიექტებიდან ნაყინის ნიმუშები აიღო.

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა შპს „კორეა-კუს", შპს „სიურპრიზისა" და შპს „ლეგო-ლ"-ის მიერ წარმოებულ ნაყინზე. სამივე მათგანში აღმოჩენილია ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები (კოლიფორმები), შპს „ლეგო-ლ"-ის წარმოებულ ნაყინში კი ასევე მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმები.

ლაბორატორიული კვლევის შედეგების შემდეგ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტს ზესტაფონში მდებარე შპს "სიურპრიზი", რომელიც ცოტა ხნით ადრე ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის იყო დაჯარიმებული, გაუქმებული დახვდა. ტყიბულში მდებარე შპს "კორეა კუს" არაკრიტიკული შეუსაბამობების გამოსასწორებლად მიეცა მითითებები და დაუდგინდა მათი გამოსწორების გონივრული ვადა. 

28-07-2014, 14:40
უკან დაბრუნება