ივერიონი / ნუგზარ წიკლაური:-" ვფიქრობ, ეს დიდი ბრძოლა ძალიან მალე დაიწყება ჩვენს ქვეყანაში"

ნუგზარ წიკლაური:-" ვფიქრობ, ეს დიდი ბრძოლა ძალიან მალე დაიწყება ჩვენს ქვეყანაში"

   "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას ეხმიანებიან. ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მთავრობამ მთელი ენერგია მიმართა არა ქვეყნის განვითარებისკენ, არამედ პოლიტიკური ოპონენტების დევნისკენ.

   -"მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს სამართლებრივ პროცესში, როდესაც სასამართლო გაიმართება, ამ მასკარადში მონაწილეობა კი, ჩემი აზრით ყოვლად დაუშვებელია. ის დაბრუნდება საქართველოში, მაგრამ ეს იქნება საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ფარგლებში. ვფიქრობ, ეს დიდი ბრძოლა ძალიან მალე დაიწყება ჩვენს ქვეყანაში".

 

 

28-07-2014, 15:48
უკან დაბრუნება