ივერიონი / გოკა გაბაშვილი: მიშას და "ნაციონალური მოძრაობის " განადგურება კარგს არაფერს მოუტანს ბიძინა ივანიშვილს

გოკა გაბაშვილი: მიშას და "ნაციონალური მოძრაობის " განადგურება კარგს არაფერს მოუტანს ბიძინა ივანიშვილს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი გოკა გაბაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალის წაყენებას გამოეხმაურა.

"ეს არის სუფთა წყლის პოლიტიკური აქტი.  ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან ბიძინა ივანიშვილი არ მალავდა თავის  უპირველეს და უმთავრეს ამოცანას. ეს არის მიხეილ სააკაშვილის რეფორმატორული მემკვიდრეობის  და  მთავარი ოპოზიციური ძალის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განადგურება. ეს პოლიტიკური მიზანი გაცხადებულია. სწორედ ამ პოლიტიკური მიზნის აღსრულებისთვის ფიქრობენ ისინი, რომ  აუცილებელია  ბრალი წარედგინოს მიხეილ სააკაშვილს. ეს ნაბიჯი არაფერს კარგს არ მოუტანს ბიძინა ივანიშვილს",- აღნიშნული განაცხადება გიორგი გაბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. 

28-07-2014, 15:53
უკან დაბრუნება