ივერიონი / ეკა ბესელია:-" ყველაფერი ხდებოდა მაშინდელი ხელისუფლების პირველი პირების დავალებით"

ეკა ბესელია:-" ყველაფერი ხდებოდა მაშინდელი ხელისუფლების პირველი პირების დავალებით"

   მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენების ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ბესელია ეხმიანება და ამბობს, რომ იმ სასტიკ და დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთანაც ამ ყოფილ ჩინოვნიკებს აქვთ კავშირი, სწორედ პროკურატურა უნდა გამოხმაურებოდა.

  - "სახელმწიფო იცავს იმ პრინციპს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ეს თანასწორობა ნიშნავს, რომ არც ყოფილი პრეზიდენტი, თუ მის მიმართ მძიმე ბრალდებები არსებობს და არც რომელიმე სხვა თანამდებობის პირი, კანონზე მაღლა არ უნდა დადგეს. დემოკრატია იზომება სწორედ იქ, თუ რამდენად პატივს სცემს ქვეყნის ხელისუფლება კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის პრინციპს. საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს. მისი თქმით, ყოველწლიურ ანგარიშებში დაფიქსირებული რეკომენდაცია 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამოძიების შესახებ. ჩვენი უცხოელი კოლეგები გვეუბნებოდნენ და ყოველწლიურ ანგარიშებში იწერებოდა, რომ გამოუძიებელი იყო 7 ნოემბრის დარბევა და სისასტიკე, რაც მაშინ ხელისუფლებამ გამოიჩინა. სისტემური დანაშაულის ნაწილი იყო პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდებაც, რაც იყო ორგანიზებული ქმედება განხორციელებული სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობით და ეს ხდებოდა მაშინდელი ხელისუფლების პირველი პირების დავალებით"-აცხადებს ბესელია.

 

28-07-2014, 16:10
უკან დაბრუნება