ივერიონი / გიორგი ლაღიძე:-"ხელისუფლების ბოლო სატყუარა "სამართლიანობის აღდგენის" მომხრე ხალხს"

გიორგი ლაღიძე:-"ხელისუფლების ბოლო სატყუარა "სამართლიანობის აღდგენის" მომხრე ხალხს"

   პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ლაღიძე სააკაშვილისადმი ბრალის წაყენებას ეხმიანება და ამბობს:

   -"ხელისუფლებამ "სამართლიანობის აღდგენის" მომხრე ხალხს ბოლო სატყუარა გადაუგდო სააკაშვილის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით. ცალკე თემაა რომელიმე ქვეყანა გაითვალისწინებს კი ჩვენი ხელისუფლების მოთხოვნას და დააკავებს სააკაშვილს? ან ინტერპოლი საერთოდ გამოაცხადებს ძებნას მიშაზე? ცოტა მეეჭვება, ისე კი მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლებას რესურსები ეწურება და ხვდება, რომ მათ მიმართ უკმაყოფილოთა ტალღა დღითიდღე იზრდება, სულ მალე ხალხს შეუსრულერბელი დაპირებების გამო სერიოზული პრეტენზია გაუჩნდება ივანიშვილ ღარიბაშვილის ხელისუფლებასთან და შეუსრულებელი დაპირებების და უამრავი პრობლემების დაჭერის თემებით გადაფარვას ვეღარ მოახერხებენ".

 

28-07-2014, 16:36
უკან დაბრუნება