ივერიონი / გიგა ბოკერია: ასეთი მეთოდებით ავტორიტარულ რეჟიმს ვერ შეინარჩუნებენ!

გიგა ბოკერია: ასეთი მეთოდებით ავტორიტარულ რეჟიმს ვერ შეინარჩუნებენ!

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი  გიგა ბოკერია მიხეილ  სააკაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების ბრალის წაყენებას გემოეხმაურა. 
 
“დღევანდელი განცხადება არის ღია დეკლარაცია ივანიშვილის, მისი პოლიტიკური მონებისა და ჯიბის პროკურატურის მხრიდან, რომ სანამ ისინი არიან ხელისუფლებაში და ივანიშვილი აკონტროლებს ხელისუფლებას, ერთადერთი რის კეთებასაც აპირებენ და რითიც დაკავდებიან, არის სააკაშვილის და ზოგადად პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ეს იმიტომ ხდება, რომ სხვა არაფრის კეთება მათ არ შეუძლიათ და ყველა სხვა მიმართულებით ვერც ერთი საარჩევნო დაპირება ვერ შეასრულეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გაანადგურეს და ალბათ, იმიტომაც, რომ პუტინთან ურთიერთობის დალაგების ნაწილია სააკაშვილის დევნა. მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს და მისი მონების გუნდს, ასეთი მეთოდებით ავტორიტარულ რეჟიმს ვერ შეინარჩუნებენ“, - განაცხადა ბოკერიამ.

28-07-2014, 16:37
უკან დაბრუნება