ივერიონი / დავით გიორგობიანი:-"გეყოთ ამდენი სიცრუე და ერის მასხარად აგდება!"

დავით გიორგობიანი:-"გეყოთ ამდენი სიცრუე და ერის მასხარად აგდება!"

   დავით გიორგობიანი თითქოსდა მივიწყებულ ID ბარატების თემას ეხმიანება და ამბობს:   

 

   -"ID ჩიპიანი ბარათების ფესვებზე ბევრი უბედურება ამოიზარდა საქართველოში და სანამ მაგას არ ამოთხრიან განსაცდელი განსაცდელზე დაგვემატება. ომები და საბოლოოდ მესამე მსოფლიო ომი განგაშორებთ მაგ საშინელ ბარათებს,რადგან საკუთარი ნებით არ იშორებთ თავიდან. ომის მერე მთელს მსოფლიოში რამდენიმე წლით დაიწყება მართლმადიდებლური სარწმუნოების განდიდება და იმავდროულად გამოჩნდება ანტიქრისტე,რომელიც ცრუ სასწაულებით მიიმხრობს ჯაცობრიობის უდიდეს ნაწილს და დაიწყებს უგუნურ და მოხიბლულ ადამიანთა დაბეჩდვას. იმ დროისათვის ფული გაუქმდება და ვერც ვერავინ იყიდის და ვერც ვერაფერს გაყიდიან ხელზე და შუბლზე დასმული ჩიპის გარეშე. რაზე ფიქრობს დღევანდელი ხელისუფლება? 

  ოქროს მთებიც რომ აგვიშენონ და დღედაღამ გართობა სანახაობებით განგვაცვიფრონ, სანამ ნორმალური საბუთების აღების ელემენტარულ უფლებას არ მოგვცემენ ,ისტორიაში შევლენ როგორც ანტიქრისტეს წინამორბედნი.

   სანამ ცეცხლი განგვწმედს, სჯობს სინანულით განვიწმიდოთ. გეყოთ ამდენი სიცრუე და ერის მასხარად აგდება. ანტიქრისტეს სიმბოლიკებს თქვენ ჩაეხუტეთ და ერს მიეცით ნორმალური საბუთები".

29-07-2014, 00:55
უკან დაბრუნება