ივერიონი / თანადაფინანსებით ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება

თანადაფინანსებით ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება

   თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელ ბინებში შიდა ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება. ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ნიკეაზე ბეტონის საფარის მოწყობის პროცესს დაესწრო.

   ამ ეტაპზე თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში ქუთაისში ბეტონის საფარი 68 ეზოში დაიგო, მიმდინარეა4, სექტემბრის ბოლომდე სამუშაოები19 ეზოში დასრულდება. თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო, ჯამში ეზოების კეთილმოწყობა 1425584.95 ლარი ჯდება. სამუშაოები სექტემბერში დასრულდება.

   -,,2014 წლის დასაწყისში თანადაფინანსების პრინციპი შეიცვალა. მოსახლეობა 20% -ის ნაცვლად 10% -ს იხდის მერია კი 90%-ს. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ის მოლოდინი თითქოს მხოლოდ წინასაარჩევნოდ კეთდებოდა ეს ყველაფერი რათქმაუნდა აბსურდია.ჩვენ ვეცდებით გავზარდოთ პროგრამა და მეტი ეზო მოვაწყოთ ქალაქში"-განაცხადა შოთა მურღულიამ.

დავით ცხვარაძე

29-07-2014, 10:05
უკან დაბრუნება