ივერიონი / რამ შეაწუხა ამერიკელი სენატორები?!

რამ შეაწუხა ამერიკელი სენატორები?!

სენატორები ბენ კარდინი, ჯონ მაკკეინი, ჯინ შაჰინი  ჯიმ რიში, სააკაშვილისა და  მისი წინა ხელისუფლების სხვა ლიდერების ბრალდების წარდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.


 “ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებულები და შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ბრალი წარუდგინა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და წინა ხელისუფლების მრავალ ლიდერს.


პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა უნაკლო არ ყოფილა და ნებისმიერი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია კანონის დაცვა. მაგრამ მართლმსაჯულების აღსრულება არ უნდა გახდეს პოლიტიკური შურისძიების იარაღი და ეროვნული განხეთქილების წყარო. განსაკუთრებით დღეს, როდესაც საქართველოს წინაშე ამდენი გამოწვევაა.


ჩვენ, და სხვებმა, მტკიცედ მოვუწოდეთ პრემიერმინისტრ ირაკლი  ღარიბაშვილს და სხვა ქართველ ლიდერებს, ფოკუსირებულიყვნენ მომავალზე და არა წარსულზე, ქვეყანას წინ გაძღოლოდნენ და არა უკან.


პრაქტიკულად წარმოუდგენელია, როგორ შეესაბამება ამ მიზანს წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა უმეტესობის გასამართლების გადაწყვეტილება.
ქართველი ლიდერები ღრმად და სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ, თუ რა მიმართულებით მიჰყავთ თავიანთი ქვეყანა. დღევანდელი მოქმედება, სხვა მოქმედებათა მსგავსად, ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობის წინსვლას", - ნათქვამია განცხადებაში.

29-07-2014, 11:23
უკან დაბრუნება