ივერიონი / კონკრეტულად რა ბრალს წაუყენებენ სააკაშილს?!

კონკრეტულად რა ბრალს წაუყენებენ სააკაშილს?!

მთავარ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ოთხი ყოფილი  მაღალჩინოსნის ადვოკატები მივიდნენ, სადაც მათთვის ბრალის დადგენის გადაცემა მოხდება.
ასევე, მათ გადაეცემათ ის მასალები, რომელიც გამოძიებას აქვს მოპოვებული.


ადვოკატები აცხადებენ, რომ   ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია გაეცნონ იმ მტკიცებულებებს, რომლითაც გამოძიება მათი დაცვის ქვეშ მყოფების  ბრალეულობას ამტკიცებს.


რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას მიხეილ სააკაშვილის  და კიდევ ოთხი ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ და ასევე,  ვინ არიან ამ საქმის მთავარი მოწმეები, ეს, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი, როცა ადვოკატები  დეტალურად გაეცნობიან საქმის მასალებს.

29-07-2014, 11:40
უკან დაბრუნება