ივერიონი / „სააკაშილის საქმის“ მთავარი მოწმე ვასილ მაღლაფერიძე იქნება?!

„სააკაშილის საქმის“ მთავარი მოწმე ვასილ მაღლაფერიძე იქნება?!

ტელეკომპანია „იმედის“ და 2007 წლის 7 ნოემბრის საქმის ერთერთი მთავარი მოწმე ვასილ მაღლაფერიძე იქნება, რომელიც  2007 წელს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი იყო. ამის შესახებ განცხადება  გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის ადვოკატმა  ბექა ბასილაიამ გააკეთა.


„ბევრი გარემოება ბუნდოვანია. საუბარია, რომ თითქოს ვანო მერაბიშვილმა თათბირზე რაღაც განაცხადა. მითითებულია პირები, ვინც ამ თათბირში მონაწილეობდნენ, მათ შორის არიან ყოფილი გუბერნატორებიც. ერთ-ერთ მოწმედ მითითებულია მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუნერნატორი ვასილ მაღლაფერიძე“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.


ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში გუშინ მიეცა.


საქმე  2007 წლის 7 ნოემბრის აქციის მონაწილეთა მასობრივ დარბევას და ტელეკომპანია „იმედში “ შეჭრას შეეხება.

29-07-2014, 11:59
უკან დაბრუნება