ივერიონი / ოთარ კახიძე: ბრალდების დადგენილებაში ახალი არაფერი არ არის!

ოთარ კახიძე: ბრალდების დადგენილებაში ახალი არაფერი არ არის!

საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. მთავარ პროკურატურაში მის ადვოკატ ოთარ კახიძეს ბრალის დადგენილება უკვე გადაეცა.

პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას არ ჰქონია მასალების გაცნობის შესაძლებლობა, ვინაიდან გამომძიებლების განმარტებით, ეს არის მასალების  დაახლოებით 80 ტომი თითო ბრალდებულზე და მასალები იდენტურია. მისი თქმით, გამომძიებლები ალაგებენ მასალებს და დღის მეორე ნახევარში გადასცემენ.

„მე მასალებთან წვდომა არ მქონია, მხოლოდ ბრალდების დადგენილებები გადმომეცა ადეიშვილსა და სააკაშვილზე. ორივე ბრალის დადგენილება პრაქტიკულად იდენტურია და ზუსტად ემთხვევა ნარატივს, რომელიც ჟურნალისტებს წაუკითხეს. ახალი ამ დადგენილებებში არაფერი არ არის", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში გუშინ მიეცა.

29-07-2014, 12:03
უკან დაბრუნება