ივერიონი / ზაზა ხატიაშვილი რეგიონალურ შეხვედრებს იწყებს

ზაზა ხატიაშვილი რეგიონალურ შეხვედრებს იწყებს

   29,30 ივლისს ქუთაისში, ბათუმში და ზუგდიდში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აღნიშნულ ქალაქებში მოღვაწე ადვოკატებს შეხვდება.

ამ პროექტის ფარგლებში დღეს ზაზა ხატიაშვილი ქუთაისში გამართავს შეხვედრას, სადაც ადვოკატის პროფესიული უფლებამოსილების განხორციელების საკითხები, დაგროვილი პრობლემები და საჭიროებები განიხილება. 

   ასევე, ადვოკატებთან ერთად დაიგეგმება მომავალში განსახორციელებელი აქტივობები.

   ზაზა ხატიაშვილი ადვოკატებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე ნოვაციებს და პროექტებს გააცნობს.

 

29-07-2014, 12:14
უკან დაბრუნება