ივერიონი / ხუთშაბათიდან კანცელარიასთან უვადო აქციები იწყება

ხუთშაბათიდან კანცელარიასთან უვადო აქციები იწყება

   "ივერიონს" "იბერიელთა კავშირის"  ხელმძღვანელი დარინა ლომინაძე დაუკავშირდა და სთხოვა ფართო საზოგადოებსი ყურამდე კიდევ ერთხელ მიგვეტანა იმ ოჯახების გასაჭირო, რომლებიც ბანკის თუ იპოთეკარების ვალების გამო უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში არიან. 

 

   -"ხაშურშიმცხოვრებ იკაშვილების ოჯახს, ქალიშვილის  ლალი იკაშვილის  სამკურნალოდ, "მევახშე"–ბორჯომში მცხოვრებმა თინიკო ლომსაძემ ბინის უზრუნველყოფით "მიაპროცენტა"  8000 (რვა ათასი)  დოლარი. ქ–ნი ნარგიზი შვილის გადარჩენაში უძლური აღმოჩნდა და სამწუხაროდ, გოგონა გარდაიცვალა.

  ლალი იკაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომელთა მზრუნველობაც ბებიამ , ქ–ნა ნარგიზმა ითავა. ამ მძიმე ვითარებაში "მევახშე" ზეწოლებს ანხორციელებდა და ბინის წართმევით ემუქრებოდა.  ჭირისუფალი იძულებული შეიქმნა გადაიპოთეკარება გაეკეთებინა და მევახშე გაესტუმრებინა. ქ–ნმა ნარგიზმა იგივე ბინა მიკრო საფინანსო ორგანიზაცია "რიკო+" ჩაუდო 8000 (რვა ათას) აშშ დოლარად. ოჯახი გარკვეული პერიოდი გაჭირვებით ახერხებდა პროცენტის გადახდას, სულ გადახდილი აქვთ 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარი.  პროცენტის გადასახდელად ყველა რესურსი რომ ამოეწურათ, შესაბამისად, ოჯახმა ვეღარ შეძლო გადახდა.  "რიკო+" –ს კრდიტორი ანხორციელებდა სატელეფონო ზეწოლებსა,  მუქარებს და თანხის სრულად დაფარვას 12000 (თორმეტი ათას) აშშ დოლარს. ქალბატონი ნარგიზის ვაჟმა და გარდაცვლილის ძმამ ამ ზეწოლებს ვეღარ გაუძლო და ნერვიულობის ნიადაგზე გულის მწვავე პრობლემებით გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია. გივი იკაშვილი იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. იგივე მიზეზებით, ისევ ნერვიულობის ნიადაგზე ჩაენიშნა გულის მეორე ოპერაცია, ოჯახმა დასახმარებლად ჯანდაცვისა და მუნიციპალიტეტის სამსახურებს მიმართა, მათ დახმარება გარკვეული თანხის ოდენობით გაუწიეს, რომელიც ოპერაციის გასაკეთებლად სრულყოფილი არ აღმოჩნდა და ოჯახს ოპერაციისათვის 800 (რვაასი) ლარი დააკლდა. სამწუხაროდ გივი იკაშვილი შექმნილმა ვითარებამ იმსხვერპლა. 2014 წლის 28 ივლისს, 27 წლის ასაკში ჩაფიძის კლინიკაში გარდაიცვალა.  ღმერთმა გაანათლოს მისი სული.

    გამწარებული ხალხის მოსმენა ყოველ დღე მიწევს და ყოველ დღე ახალ–ახალ შემზარავ ფაქტებს ვისმენ. ყოველ დღე  ერთიდაიგივეს ხმამაღლა ვიმეორებ და ეხლაც გავიმეორებ "ერთ დღესაც ხალხი უმართავი გახდება!" ვალით შეწირულებს კიდევ ერთი ახალგაზრდა მიემატა, ერთი ოჯახიდან დედა მეორე შვილს ასამარებს!

  იმ ერთი დღის ჯერიც დადგა და მათ ვეღარავინ შეაჩერებს! 

  ხუთშაბათს 12 საათზე კანცელარიასთან იწყება უვადო აქცია".

 

 

29-07-2014, 12:30
უკან დაბრუნება