ივერიონი / შოთა უტიაშვილი:-"ეს თანხა "ცისმანანასავით" მოევლინა მაშინდელ ოპოზიციას"

შოთა უტიაშვილი:-"ეს თანხა "ცისმანანასავით" მოევლინა მაშინდელ ოპოზიციას"

   შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილმა ინტერესი გამოთქვა, დაინტერესდება თუ არა პროკურატურა პუტინის მიერ ბადრი პატარკაციშვილისათვის გაზეთ "კომერსანტის " სანაცვლოდ 350 მილიონი დოლარის გადაცემას. 

როგორც უტიაშვილი საუთარი  "facebook" -ის გვერდზე წერს რომ ეს თანხა "ცისმანანასავით" მოევლინა მაშინდელ ოპოზიციას. 

    -"ნეტა პროკურატურა იმას თუ გამოიძიებს, 7 ნოემბრამდე ცოტა ხნით ადრე როგორ გადაუხადა პუტინმა პატარკაციშვილს 350 მილიონ დოლარი (ალიშერ უსმანოვის ხელით) ბევრად უფრო იაფად ღირებული გაზეთ "კომერსანტის" სანაცვლოდ და მერე ეს ფული "ჰარი პოტერების" სახით როგორ მოევლინა ცის მანანასავით მაშინდელ ქართულ ოპოზიციას. როცა სჭირდება, ივანიშვილი ამ "ჰარი პოტერებს" კარგად იყენებს ხოლმე ზოგიერთი მაშინდელი ოპოზიციური ლიდერის გასაშავებლად." -წერს უტიაშვილი.

 

29-07-2014, 15:19
უკან დაბრუნება